11:42 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 10:34:26, 374 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.  

ნატო-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს 4-5 თებერვალს მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტისას,  მინდია ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

5 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი გახსნის. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს მიმოიხილავს და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას. მინდია ჯანელიძე უცხოელ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გააცნობს. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე. პარტნიორი ქვეყნები პაკეტის განხორციელებითვის საჭირო არსებულ რესურსებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ, ბრიტანელ, ლიტველ, პოლონელ, რუმინელ და ბელგიელ კოლეგებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics