03:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 10:40:39, 16159 ნახვა

კულტურა
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართება

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი.

მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა.

 „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, რომ ტური, HERE TO LOVE, აღარ გაიმართება და ეს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა“,- წერს მომღერალი. წერილის ბოლოს ლეგენდარული მუსიკოსი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და უსაფრთხო გარემოში მსმენელთან  შეხვედრისა და კონცერტის გამართვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.

ინფორმაციისთვის:

2021 წელს საქართველოში დაგეგმილი კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) მყიდველის ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.

თანხის დაბრუნება მოხდება 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ SOLO ბანკირს ან მოგვწერეთ მისამართზე lenny@solenny@solo.gelo.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics