18:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 13:41:14, 660 ნახვა

სხვადასხვა
ფოთის მერიის სამსახურები 24 საათიანი რეჟიმით მუშაობენ

ფოთის მერიის სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო, ფოთში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. უამინდობის გამო ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა,თუმცა მომხდარი დაზიანება ,, ენერგო–პრო ჯორჯია’’-ს სამუშაო ჯგუფმა 40 წუთში აღადგინა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურები და სამაშველო სამსახური 24 საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ქალაქის მერის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები. მერიის არქიტექტურის სამსასხურის უფროსის ზურაბ ყურუას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური დაუბრკოლებლად მუშაობს. დატბორვა ინტენსიურმა ნალექმა გამოიწვია და ამჟამად ქალაქის ქუჩებში წყალი არ დგას.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნიკოლოზ გროგოლიას განცხადებით ხშირი ნალექების გამო ქალაქის დატბორვის თავიდან ასაცილებლად, პერსპექტივაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია დასახული. კერძოდ, უახლოეს პერიოდში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, დამატებით უნდა აშენდეს ერთი სატუმბი სადგური და კეთილმოეწყოს სანიაღვრე არხები. ქალაქის დატბორვისაგან სრული პრევენციისათვის კი საჭიროა კიდევ 7 ახალი სატუმბი სადგურისა და კომუნიკაციების ამოქმედება, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება პერსპექტივაში ითვალისწინებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics