|
2015-08-22 12:07:23, 606 ნახვა
ეკონომიკა
გაუფასურების საფრთხის წინაშე მყოფ 10 ვალუტას შორის ლარი არ აღმოჩნდა
Bloomberg-ის ექსპერტების შეფასებით, ყაზახური ტენგეს შემდეგ მკვეთრი გაუფასურება კიდევ 10 ქვეყნის ვალუტას ემუქრება. მიზეზად ჩინური იუანის გაუფასურება სახელდება. ამასთან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რუსული რუბლის გაუფასურება დამატებით ნეგატიურად აისახება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე. აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის ჩამონათვალში ქართული ლარი არ აღმოჩნდა. ექსპერტების ვარაუდით, გაუფასურება ემუქრებათ სომხეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, საუდის არაბეთის ეროვნულ ვალუტებს. პროგნოზის თანახმად, შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში 20%-ით გაუფასურდება თურქმენული მანათი. ანალოგიური პროგნოზებია ტაჯიკურ სომონთან და ყირგიზულ სომთან მიმართებაშიც. ეგვიპტური ფუმტის ფასის 22%-ით დაცემაა ნავარაუდევი ერთი წლის განმავლობაში. მკვეთრად გაუფასურება ემუქრება თურქულ ლირასაც. ექსპერტები მომავალი თვეების განმავლობაში აგრეთვე, ნიგერიის, განას, ზამბიისა და მალაიზიის ეროვნული ვალუტების გაუფასურებას ვარაუდობენ. ცნობისთვის, ყაზახეთის ვალუტა ტენგე ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ქვეყნის მთავრობა ვალუტის რყევას ნავთობზე მსოფლიო ფასების კლებით ხსნის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)