15:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 11:23:23, 667 ნახვა

ეკონომიკა
თბილისიდან კახეთში დამატებით ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გაიგზავნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებები განახორციელა

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს რამდენიმე რაიონში მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

მათივე ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება კახეთში უხვი ნალექის მოსვლის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, კახეთის ყველა სამაშველო განყოფილება თბილისიდან დამატებით გაგზავნილი ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ყვარლის რაიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავები დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ახმეტის რაიონში კი ჩამოწოლილი მეწყერის გამო გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველ-მეხანძრეები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გზის გაწმენდით და დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics