|
2015-08-14 11:37:41, 521 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცვლით კურსზე არანაირი დატვირთვა არ იქნება
წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე არ იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის შესრულების 7 თვის მონაცემების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. მისი თქმით, ბიუჯეტი თანაბრად იხარჯება და წლის მეორე ნახევარში დიდი რაოდენობის თანხა არ დაიხარჯება. „პირველ და მეორე კვარტალში წელს გვაქვს ყველაზე მაღალი ხარჯვა, ხოლო მეოთხე კვარტალში გვექნება ყველაზე დაბალი ხარჯვა იმ ხარჯებს შორის, რომელიც ოდესმე ჰქონია საქართველოს ბიუჯეტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე არ იქნება. ბიუჯეტი იხარჯება თანაბრად. თუ მაგალითად, 2011 წელს ვხარჯავდით 32%–ს წლიური ხარჯის მეოთხე კვარტალში, წელს დავხარჯავთ მხოლოდ 27%–ს. ერთადერთი გამონაკლისი არის 2012 წელი, როდესაც მესამე კვარტალზე მოდის ყველაზე დიდი ხარჯვა და ეს იყო წინასაარჩევნოდ. 2012 წელს წინა ხელისუფლებამ ბევრი პროექტი განახორციელა წინასაარჩევნოდ მესამე კვარტალში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, მეოთხე კვარტალში დავხარჯოთ დიდი რაოდენობის თანხა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტს გაცვლით კურსთან მიმართებაში მხოლოდ შემაკავებელი, დადებითი როლი ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)