03:02 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 11:39:55, 635 ნახვა

სამართალი
ჩაჩუას დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანაის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, საქმეში ბრალდებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე და დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია დაიკითხოს, ან ზურაბ  ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენონ.

"ძალზედ მნიშვნელოვანი მოწმეები არიან.  უშუალოდ ჟვანიას დაცვის წევრი და დაცვის უფროსი და ასევე არის დარჩენილი ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც არის ის ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ექსპერტიზას გვამებზე. ამ ორიდან, თუ რომელი იქნება უშუალოდ ამ აღნიშნულ პროცესზე, ჩვენ წინასწარ არ ვიცით, ვინაიდან პროკურორები მას არ გვატყობინებენ, მაგრამ სავარაუდოდ, ამ ორიდან ერთ-ერთი დღევანდელ პროცესზე  იქნება განხილული",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics