02:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-16 11:10:07, 7211 ნახვა

Lifestyle
მადონა - ვფიქრობ ირანში ყველა იმ ადამიანზე, ვინც იბრძვის ძალიან საჭირო რევოლუციისთვის

პოპის დედოფალი მადონა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ირანელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას გამოეხმაურა. 

მისი Instagram პოსტი, რომელსაც მაროკოში ოჯახთან ერთად ცოტა ხნის წინ მოგზაურობის კადრებიც ახლდა თან, ასე იკითხება: „როდესაც მაროკოში არდადეგებზე ვფიქრობ, ვფიქრობ ირანში ყველა იმ ადამიანზე, ვინც იბრძვის ძალიან საჭირო რევოლუციისთვის და მზადაა მოკვდეს იმისთვის, რისიც სწამთ. ჩვენ ბევრ რამეს თავისთავად მიღებულად მივიჩნევთ. მათ შორის მეც. თავისუფლებას, ვიმოგზაურო მსოფლიოში. ჩავიცვა ის, რაც მინდა. უდაბნოში ცხენით ვიარო. თავისუფლად ვისაუბრო და არ გავჩუმდე სასჯელი, წამება და შესაძლოა სიკვდილიც. სიმღერა. ცეკვა. ჩემი სულიერი გზის არჩევა და არა სხვისი. ირანელ ქალებს ეს თავისუფლება არ აქვთ. მე მათ გვერდით ვდგავარ“.

67 წლის პოპ-მუსიკოსი აგრძელებს: „ირანის ხალხს საუკუნეების განმავლობაში არ უნახავს თავისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად ვიცი გადატანილი ტანჯვა, მაგრამ ჩემი ფიქრები და ლოცვები ირანის ხალხთანაა. დრო ახლაა. მაგრად მოეჭიდეთ! მე ირანის გვერდით ვდგავარ. მათი ხმა მოისმინონ. თავისუფალი ირანი!“

მადონამ განცხადება ირანის ამჟამინდელი დროშის ემოჯითი დაასრულა. განცხადება გამორჩეული იყო, რადგან შედარებით ცოტა A-list შემსრულებელმა ისაუბრა ირანში მიმდინარე არეულობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics