14:24 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 12:53:27, 2298 ნახვა

ეკონომიკა
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?

თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ძირითად ფაქტორებს შორისაა სავალუტო კონვერტაციები, წმინდა სავალუტო შემოდინებები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში აშშ დოლარის პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე მეტნაკლებად უცვლელია, პირველი ორი ფაქტორი კვლავ ლარის სასარგებლოდ მოქმედებს.

სახელდობრ, დეპოზიტების ლარიზაცია (არარეზიდენტების გამორიცხვით), უახლესი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილის პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბებს. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რაც წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აჩქარდა, უკვე დასკვნით ფაზაში გადის, თუმცა ჯერ დასრულებული არაა.

დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ,  ლარიზაციის ბოლოდროინდელი გააქტიურება ოქტომბერსა და ნოემბერში ინტერვენციების კვლავ აჩქარებაშიც აისახა. ჩვენი შეფასებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში სებ-მა ჯამურად 2 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა.

ამასთან, ოქტომბერში გაიზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები, რაც უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდის კუთხით ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წმინდა სავალუტო შემოდინებების მატებას, ერთი მხრივ, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და, შედარებით მოკრძალებულად, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმპორტის შენელება. ამ კუთხით, გამოვყოფთ ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკას: ბოლო ორ თვეში, იმპორტის მკვეთრი კლების ფონზე, მანქანების წმინდა ექსპორტი დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა, პირველად 2013 წლის შემდეგ. ეს ქვეყანაში ავტომობილების არსებული მარაგების ზრდაზე მიუთითებს.

მთლიანობაში, მართალია, ბოლო ორ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება, ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკის გამო, დროებითია,  თუმცა ამავდროულად, წლის დასაწყისიდან, პირიქით, ავტომობილების რე-ექსპორტის გარეშე, უფრო მეტად არის გაზრდილი.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics