03:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 12:11:52, 8666 ნახვა

Lifestyle
ტელესერიალ „Heated Rivalry“ მსახიობები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩირაღდნის მატარებლები იქნებიან

ორგანიზაციული კომიტეტის ცნობით, ჰადსონ უილიამსი და კონორ სტორი, დრამის მთავარი გმირები, რომლებიც მეტოქე ჰოკეისტებზე შეყვარებულები არიან, მილანისა და კორტინას ოლიმპიადაზე ჩირაღდნის მატარებლებს შორის იქნებიან.

ორგანიზატორების თქმით, კანადური სერიალი „მძიმე მეტოქეობა“ ( „Heated Rivalry“)წარმოუდგენლად პოპულარულია ყველა ქვეყანაში, სადაც ის გადის. იტალიაში მისი ყურება 1 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი HBO Max-ზე, ერთ-ერთ პლატფორმაზე, რომელიც ოფიციალურად გადასცემს ოლიმპიურ თამაშებს.

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ზუსტი ეტაპი, რომელშიც მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, ჯერ კიდევ უცნობია.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია (და შესაბამისად, ჩირაღდნის ესტაფეტის დასკვნითი ეტაპი) 6 თებერვალს მილანის სან სიროს საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება. შეჯიბრი 6-დან 22 თებერვლამდე იტალიის რეგიონებში, ვენეტოსა და ლომბარდიაში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics