11:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 11:30:27, 2717 ნახვა

სამხედრო
სერ სტიუარტ პიჩი - სწავლება საკმაოდ რთულია, თუმცა ქართველმა სამხედროებმა დასახულ ამოცანებს შესანიშნავად გაართვეს თავი

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრნენ.

დელეგაციას, რომელსაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ხელმძღვანელობდა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, წვრთნები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა დასახულ ამოცანებს თავი ღირსეულად გაართვეს.

"მიმდინარე მრავალეროვნული სწავლება საკმაოდ რთულია, თუმცა ქართველმა სამხედროებმა დასახულ ამოცანებს შესანიშნავად გაართვეს თავი. ეს მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო კონტექსტშიც. ნატო აფასებს საქართველოს წვლილს და მხარდაჭერას ნატოს ოპერაციების მიმართ. გაღებული მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო კვლავ განაგრძობს ნატოს გვერდით დგომას და ჩვენი ერთგული და ნამდვილი მეგობარია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობების განვითარებისთვის. ეს ჩემი პირველი, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი ვიზიტია საქართველოში. იმედი მაქვს, ჩვენს პარტნიორობას გავაძლიერებთ, რაც მნიშვნელოვანია როგორც ალიანსისთვის, ისე საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics