02:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 15:11:32, 3939 ნახვა

სხვადასხვა
მსვლელობის მონაწილეებმა 51 საჯარო სკოლასთან და ხორავას ქუჩაზე დათუნა სარალიძის და ლევან დადუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. მსვლელობა ხორავას ქუჩაზე დასრულდა.
აქციაში მონაწილეობდნენ მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
აქციის მონაწილეებმა, გარდაცვლილ მოზარდებს 51 საჯარო სკოლასთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სკოლის წინ სანთლები დაანთეს.
ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ხორავას ქუჩაზე მივიდნენ სადაც არასრულწლოვნები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.
"ახლა ლაპარაკიც მიჭირს ამ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი დღის სწორს ბოლოჯერ ველაპარაკე ჩემს შვილს დილის საათებში და მას შემდეგ მისი ხმა არ გამიგონია. ამ ერთი წლის განმავლობაში არც მკვლელები არიან დასჯილი და იმის მაგიერ, რომ საქმე სრულყოფილად გამოიძიონ, პირიქით, საზოგადოების ნაწილი, ხელისუფლება და ძალოვანი უწყება მაქსიმალურად ცდილობს ტალახი ესროლოს ჩემს გარდაცვლილ შვილს და პირადად ჩემს ოჯახს.
არ მეგონა თუ ერთი წლის თავზე პასუხისგებაში არ იქნებოდნენ მიცემული ის სადისტი მკვლელები, რომლებიც დღეს საქართველოს ქუჩებში ამაყად დადიან. დარწმუნებული ვარ, ეს პირები კიდევ შეიწირავენ ვინმეს", - აცხადებს სარალიძე.
შეგახსენებთ ტრაგედია ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics