04:36 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 16:16:12, 642 ნახვა

რეგიონი
ხმაურისა და დაპირისპირების გამო, ზუგდიდის საკრებულოს სხდომა შეწყდა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ესწრება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ ხმაურის და დაპირისპირების გამო 17:00 საათამდე გადადო.

ზოდელავა სოფელ რუხში სიმინდის ყანების შემოღობვის და განმუხურში გაზიფიცირების - საკითხის განხილოვას ითხოვდა.

ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, მან დღეს ათი წუთი ითხოვა სხდომაზე სხვადასხვა პრობლემით მოსულ ადამიანებზე სასაუბროდ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

„საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენ გვითხრა, რომ არ მოგვისმენს. არ მოუსმინეს და ბოლოს გაიქცნენ. ხალხს გაურბიან“, - აღნიშნა მან.

ზოდელავას თქმით, მათი მიზანი დღევანდელ სხდომაზე პროვოკაციის მოწყობა არ ყოფილა და ისინი კონკრეტული პრობლემების განსახილველად მივიდნენ.

„ადამიანების პრობლემების მოგვარება არის პროვოკაცია? რუხში ადამიანებს საძოვრებს ართმევენ. თუ ამაზე რეაგირებას არ გავაკეთებთ, მაშინ რაზე გავაკეთოთ? მათ გვთხოვეს დახმარება და ამიტომაც არიან აქ. იგივეს ვიტყვი განმუხურში გაზიფიცირების პრობლემაზე. ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც საკრებულოს იგნორირებული აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფაქტობრივად, არც ჩევნ მოვისმინა, არც ამ ხალხს და გაიქცა“, - განაცხადა ზოდელავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics