17:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 12:13:19, 521 ნახვა

რეგიონი
„აჭარლები - ბეშუმიდან ბათუმამდე“ - პოლონური ფილმის პრემიერა ბათუმში

პოლონეთის საზოგადოებრივმა არხმა „TVP 3” აჭარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. „აჭარლები -ბეშუმიდან ბათუმამდე“ ასე ქვია ფილმს, რომლის პრემიერაც კინოთეატრ აპოლოში  გაიმართა.

ფილმში მხატვრულადაა გადმოცემული აჭარის ისტორია, ხელოვნება და კულტურა. ასევე, კარგად ჩანს რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და ადამიანები, რომლებიც  საქართველოს ამ ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობენ. ფილმის ავტორები მაყურებელს მაღალმთიანი აჭარიდან შავი ზღვის სანაპირომდე ამოგზაურებენ. 

ფილმის გადაღებები გასული წლის ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა.  ფილმი პოლონეთის საზოგადოებრივ არხის მაყურებელმა რამდენიმეჯერ იხილა. მისი ნახვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელსაც შეეძლება. ფილმი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის შემდეგ ბმულზე https://www.youtube.com/watch?feature=youtu.be&v=zGILgYk9dZo&app=desktop. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics