2018-03-07 14:22:58, 937 ნახვა
რეგიონი
პატარაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღესათან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მისი ძეგლი ყვავილებით შეამკო და ხსოვნას პატივი მიაგო.
აჭარის მთავრობის თავმჯდორესთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
,,74 წლის გახდებოდა ჩვენი ეროვნული გმირი, ბატონი ჟიული შარტავა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს,მომავალს. და ჩვენ ვალდებულნი ვართ ყოველთვის გვახსოვდეს მისი სახელი"-აღნისნა ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა.
(NS)
ავტორი: ,