15:27 - 18 Apr, 2026
|
2018-03-05 15:09:51, 1049 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოჰანეს დაუმას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სტრუქტურების თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)