20:57 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 14:57:13, 641 ნახვა

რეგიონი
ფოთის დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში, დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ახალ დასახლებაში, სადაც 1 238 ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ადაპტირებული ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.

საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ინვენტარით აღჭურვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.  დევნილთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, კორპორაცია „ჰიპ“-მა  საბავშვო ბაღს მუსიკალური ინსტრუმენტი გადასცა.

ახლადგახსნილ საბავშვო ბაღში  დასახლებაში მცხოვრები 14 დევნილი დასაქმდა.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩი  მარიუშ მაშკევიჩი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორი ვინსენტ დონტო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics