22:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-25 13:51:37, 677 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაიამ იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 97 წლისთავთან დაკავშირებით, კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს  და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1921 წლის თებერვალში ეს ახალგაზრდები ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვალშია ამ ბიჭების წინაშე. საქართველოს დღესაც  ოკუპაციის პირობებში უწევს ყოფნა, მისი ნაწილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები, ამ გმირების თავგანწირვამ უკვალოდ არ ჩაიაროს და  მომავალ თაობებს ერთიანი და ძლიერი ქვეყანა დავუტოვოთ. მარადიული ხსოვნა და დიდება მათ სახელებს. ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე,“ -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics