16:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 12:37:42, 607 ნახვა

რეგიონი
შუახევში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

შუახევში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობა დაბაში, რუსთაველის ქუჩის # 71-ში მდებარე არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამუშაოებს შპს ,, უნივერსალი“ აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო;

პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის’’- ფარგლებში ხორციელდება.

ცენტრი აღიჭურვება, სამაცივრე მეურნეობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში.

ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან.

აღნიშნული აგრომომსახურების ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics