11:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 15:29:28, 915 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ რუსუდან შავიშვილი დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ რუსუდან შავიშვილი დაინიშნა.

პროფესიით ექიმი, 2015 წლიდან დღემდე სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ 2010-ში“ სამედიცინო დირექტორად, ბოლო პერიოდში კი კლინიკურ მენეჯერად მუშაობდა.

მინისტრმა ახლადანიშნული მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

„ჩემი რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეიდან მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას ქალბატონი რუსუდან შავიშვილი დაიკავებს. ის გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით. აქვს ძლიერი მენეჯერული თვისებები და კარგად იცნობს რეგიონის ჯანდაცვის სისტემას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

რუსუდან შავიშვილი სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

სამინისტროს ცნობით, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: 2013-2015 წწ - „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური ამბულატორია“-ში, პროექტის მენეჯერად; „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური საავადმყოფო“-ში, პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტად. 2008-2013 წწ - „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკაში”, ოფის მენეჯერად. 1986-2008 წწ - „სპეც. საავადმყოფო - პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ (დიაგნოსტიკური ცენტრი), სტაციონარის ექიმ-ორდინატორად. 1983-1986 წწ - „საექიმო ფიზკულტურის დისპანსერში“ - კონტროლის ექიმად. 1979-1983 წწ - „აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - პოლიკლინიკაში“, უბნის ექიმად. რუსუდან შავიშვილი 1985 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. დღემდე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახ. სემიანრიის მოწვეული პედაგოგი. 1994-2003 წწ იყო საერთაშორისო საზოგადოება „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარის მოადგილე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics