06:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 12:48:53, 692 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, „ძარცემის“ პოლიგონზე 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, სამხედრო წვრთნები იმართება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის „ძარცემის“ პოლიგონზე 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საველე წვრთნებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეუდგა. მეთაურების ხელმძღვანელობით სამხედრო მოსამსახურეები პოლიგონზე სასროლი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უნარ-ჩვევებს დახვეწენ“, - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა.

როგორც ასტაფიევმა აღნიშნა, წვრთნებში სამხედროები „ზასტავას“, „გრანატის“, „ორლანის“ და „ლეერის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად გამოიყენებენ. მისივე თქმით, მათი გამოყენებით სამხედროები ისწავლიან ტექნიკასთან მუშაობას, ეკიპაჟის კონტროლს და ასე შემდეგ.

წვრთნებს ძირითადად მთიან და ტყიან ლოკაციბზე, დღისა და ღამის სხვადასხვა საათებში ჩაატარებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics