13:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 17:11:10, 909 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

უწყების ინფორამციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის ოპერატიული, გაერთიანებული და ნატოს დონის ოპერაციების დაგეგმვის კურსის უფროსმა ინსტრუქტორმა, პოლკოვნიკმა არჩილ ჩაჩხიანმა სამხედრო-ისტორიული ხასიათის წიგნი „რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლები)“ დაწერა.

ავტორმა 1918-1920 წლებში აფხაზეთსა და შავიზღვისპირეთში ქართული შენაერთების საბრძოლო მოქმედებები მეცნიერულ ჭრილში მიმოიხილა.

წიგნი  საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებისა და მეცნიერ-ისტორიკოსებისთვის, აგრეთვე სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი.

წიგნის პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე  მოწვეულნი იყვნენ ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics