15:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 11:38:05, 711 ნახვა

რეგიონი
ბრიტანელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო ბლოგებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარას ბრიტანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეიტინგული გამომცემლობა ,,The Epoch Times’’-ის ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აჭარაში იმოგზაურეს, კურორტი გოდერძი მოინახულეს, ქართულ ფოლკლორსა და სამზარეულოს გაეცნენ, ქალაქის ღირშესანიშნაობები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს.

 ბლოგერები თავიანთ შთაბეჭდილებებს  მკითხველებს 2018 წლის დასაწყისში გაუზიარებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბრიტანელ ჟურნალისტებს წელს მეორედ უმასპინძლა.

 რეგიონს ივლისში ტელეკომპანია BBC-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

2018 წლიდან, დეპარტამენტი  დიდი ბრიტანეთში სარეკლამო კამპანიებს ოფიციალურად დაიწყებს.

„ინტერესი აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მიმართ ბრიტანელების მხრიდან ძალიან დიდია, რასაც ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქმიანი შეხვედრებისა და ვიზიტორების რიცხვი, ასევე რეგიონში ბრიტანელ ვიზიტორთა ნაკადის 13%-იანი ზრდა ადასტურებს. ტელეკომპანია BBC-ის ეთერით წელს განხორციელებული სატელევიზიო რეკლამა კი წინაპირობაა, რომ  პოტენციურმა ტურისტებმა აჭარისა და ზოგადად საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენა შეიქმნან, რასაც 2018 წლიდან ბრიტანეთში აქტიური პიარ და სარეკლამო აქტივობები  დაემატება“,- განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა  რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ჯამში, 42 მედია და ინფოტურს უნასპინძლა, რომლის ფარგლებშიც აჭარას 500-მდე ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი და ჟურნალისტი გაეცნო.  

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics