18:54 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-11 10:48:00, 754 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში საშემოდგომო თესვის სამუშაოებში შპს „მექანიზატორის“ გურჯაანის სერვისცენტრის ტექნიკა ჩაერთო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად 45 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.

„საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის ტექნიკა სრულად ჩაერთვება თესვის სამუშაოებში.

დღეის მდგომარეობით, გურჯაანის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით 2,000 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დაითესა თავთავიანი კულტურა (ხორბალი, ქერი).

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 20 ჰექტარ მიწის ფართობზე 2 ერთეული ტრაქტორით ხორბალი უკვე დათესილია.

გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics