18:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-08 11:36:25, 765 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პროდუქტები გამოფენა „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები მოლდოვაში ტურისტულ გამოფენაზე  „Winter Travel Fair 2017“ წარადგინა.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტ „გოდერძი“-ს წარმომდგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოფენის ვიზიტორებს აჭარის სტენდთან საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში ტურიზმის სახეობების შესახებ.

ვინაიდან, გამოფენის მთავარი თემა ზამთრის კურორტები იყო აჭარის შემთხვევაში ხაზი სამთო-სათხილამურო კურორტს „გოდერძი“ გაესვა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

 მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტული გამოფენები.

ამჟამად, დეპარტამენტი საქართველოს პოპულარიზაციას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევს.

 წლის ბოლომდე, აჭარის რეკლამირება ვარშავისა და ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იგეგმება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics