14:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 15:19:14, 787 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს.

უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი.

დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების დამზადება- დამონტაჟებას, მარშრუტების რუკების მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას 2018 წლისთვის გეგმავს.

აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის განცხადებით, ჩირუხის მთა, ხიხანის ციხე და გოდერძის უღელტეხილი გამორჩეული ტურისტული ადგილებია აჭარაში.

„ულამაზეს ბუნებაში გამავალი ახალი ტურისტული ბილიკი საინტერესო, სათავგადასავლო და მდიდარი იქნება.  მარშრუტი  ორ მუნიციპალიტეტს დააკავშირებს და სტუმრებს აღარ მოუწევთ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. ის მთლიანად ალპურ ზონაში გადის,  საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. ტურისტები გაივლიან ტბებს, ჩანჩქერებს, ხიხანის ციხესა  და იალაღებს. მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ მთიან აჭარას, მის ბუნებას, გაჩერდნენ იალაღებსა და სოფლებში.  ეს მარშრუტი ერთმანეთთან ავტომატურად დააკავშირებს შუახევის და ხულოს სხვა ტურისტულ მარშრუტებს, შესაბამისად შექმნის მთიან აჭარაში  ხანგრძლივი მოგზაურობის (3-5 დღე) საინტერესო  და მრავალფეროვან მიმართულებას,“- განაცხადა  თინათინ ზოიძემ. 

 (NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics