12:31 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 16:57:16, 902 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტები იაპონიაში გამოფენაზე წარადგინა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები იაპონიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „Jata Tourism Expo Japan 2017“ წარადგინა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

მათივე ცნობით, აჭარის რეგიონი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში, რომელშიც 130 ქვეყნის 1310 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს მეორედ იყო წარმოდგენილი.

გამოფენას სამი დღის განმავლობაში 191 500 ვიზიტორი სტუმრობდა.

გამოფენის ვიზიტორები აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო-საპრომოციო მასალების გაცნობისას ძირითადად, სამთო-სათხილამურო კურურტით, ღვინითა და  სოფლის ტურიზმის დაინტერესდნენ.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ფრანქფურტის, დუბაის, ბერლინის, ვილნიუსის, თელავივის, რიგის, ტალინისა და ვროცლავის ტურისტულ გამოფენებზე.

წლის ბოლომდე, დეპარტამენტი დამატებით 4 გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. 2017 წელს, აჭარის სარეკლამო კამპანიები 16 სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics