16:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 15:07:51, 621 ნახვა

რეგიონი
ბორჯომის სკოლის მოსწავლეებმა გასვლითი გაკვეთილი „ქართული ოცნების“ დროშებით ჩაატარეს

ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სოხუმის დაცემის დღე, ქალაქის ცენტრში, ასფალტზე ხატვის აქციით აღნიშნეს, რა დროსაც ხელში "ქართული ოცნების" დროშები ეჭირათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბორჯომი ტვ“ ავრცელებს.

როგორც ხატვის პედაგოგმა ნათელა ღლონტმა აღნიშნა, დროშები აქციაზე ვიზუალური ეფექტისთვის მიიტანა.

""არ შეიძლება პარტიის დროშა, ბავშვები არიან აპოლოტიკურები. ეს ჩვეულებრივი დროშაა და ჩვეულებრივად გამოვიტანე. თუმცა, ეტყობა ჩავიჭერი", - განაცხადა პედაგოგმა.

ამასთან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ ამ აქციასთან კავშირი არ აქვთ. მათივე თქმით, დროშებს ყველას ჩუქნიან, ვისაც ამის სურვილი აქვთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "ექსპრესნიუსი" განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისა და პოლიტიკური აგიტაციისგან.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ამ ფაქტით დაინტერესდება და შესაბამის ზომებს მიიღებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics