03:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 03:59:34, 1110 ნახვა

სამხედრო
Agile Spirit 2017-ში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ

დღეს დილით ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა.

უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დახვდა. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლები აეროპორტიდან შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სწავლების რაიონისაკენ გაემგზავრნენ.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 წინა წლებთნ შედარებით გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანია. საველე და საშტაბო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 8  ქვეყნის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება. სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა.

სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას.

სწავლების საველე და საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 11 სექტემბერს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics