11:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 13:24:02, 883 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს უმასპინძლა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი დაესწრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ კაპიტან შტეფან ანიჰოფერს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა: „მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრესი. განსაკუთრებით გამოვყავით ორი მიმართულება, სადაც ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ. ეს ეხება პირველ რიგში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გააქტიურდება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებულ სხვა ინიციატივებს, მოხდება მათი სიქრონიზება და მაქსიმალური მუშაობა იმ შედეგის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიღწევა ჰქვია“ , განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც ორი წლის წინ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტურ განხორციელებას კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს. ჯგუფის წევრები ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ და ნატოს საერთაშორისო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics