09:19 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 13:00:20, 805 ნახვა

რეგიონი
რიყეთის თემს ახალი კულტურის სახლი ექნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ  ხულოში ყოფნის დროს გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რიყეთის თემის თანამედროვე კულტურის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  კულტურის სახლში განთავსდება დიდი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საბავშვო კლუბი.

ზურაბ პატარაძის თქმით, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

"ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში. ვადევდნებთ თვალ-ყურს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ახლა ვიმყოფებით სოფელ რიყეთში. თითქმის დასრულებულია თანამედროვე ტიპის კულტურის სახლი. საკმაოდ დიდი და მრავალფუნქციური სივრცეა. აქ იქნება არამხოლოდ ცეტრალური დარბაზი, არამედ განთავსდება ბიბლიოთეკა, არის გათვალისწინებული ძალიან საინტერესო სივრცეები ბავშვთა კლუბებისთვის. აქვე, რიყეთში, დავათვალიერეთ ახალაშენებული ე.წ. თემის სახლი, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, სამი სასტუმრო ნომერია განთავსებული და ახალი სამუზეუმო სივრცეც. ვფიქრობ, მსგავსი ობიექტები ხელს შეუწყობს რეგიონის და მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. პრიორიტეტია მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდების დასაქმება, მათი კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მთის განვითარებას. ძალიან ბევრი ტურისტი ამოდის. ბევრი ინტერესდება ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. მათ ძალიან მალე მიეცემათ საშუალება დაისვენონ და გაეცნონ სოფელ რიყეთის კულტურის სახლს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოებს შპს „დიოკნისი" ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 561614 ლარი.

მშენებლობაზე 14 კაცია დასაქმებული. კულტურის სახლის მშენებლობა მალე დასრულდება.

ზურაბ პატარძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურის სახლთან შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics