13:08 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 21:35:49, 1060 ნახვა

სპეციალური ანონსი
14 ივლისის ანონსი

14 ივლისს, 09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი გაიმართება. ღონისძიებას ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორი ლევან ცუცქირიძე და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმითი გახსნიან. საკონტაქტო პირი გიორგი ჩადუნელი - 599107333

14 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. 

14 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების გაცემის სტატისტიკას შეაჯამებს.
მის: თბილისის იუსტიციის სახლი, 1 სართული, ცენტრალური შემოსასვლელი (სანაპიროს ქ.#2).

14 ივლისს, 13.00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ ფესტივალ „არტ-გენის“ შესახებ
პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, მეოთხე სართული

14 ივლისს, 15:00 საათზე, სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში იხსნება თევზის გადამამუშავებელი საწარმო. საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა-ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, დიპკორპუსის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
მისამართი: ქარელის რ-ნი სოფ ურბნისი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 92 კმ.
საკონტაქტო პირი: გიორგი ავალიანი - 591410841

14 ივლისს, 15:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ გასული წლის 15 ივლისს, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #35 

14 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე #24-ე საჯარო სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართველთა მარში“ დაიწყება. 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics