22:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 12:15:33, 685 ნახვა

რეგიონი
კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ  19 ივნისს ახმეტის,  თელავის, ყვარლის და  გურჯაანის რაიონებში  710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი  რაკეტა.

„დელტას“ ინფორმაციით, რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.

17:30 საათიდან 23:50 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა რისთვისაც 60-ზე მეტი რაკეტა გაიხარჯა.

დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics