12:44 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 19:38:39, 739 ნახვა

სპეციალური ანონსი
11 მაისის ანონსი

10:00 საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლად აშენებულ გაზგამანიწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

საკონტაქტო პირი ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47

10:30 საათზე პარლამენტში, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის“ კომიტეტში გაიმართება „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (აბორტების შეზღუდვა) საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“ განხილვა.

მის.: თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:00 საათზე გლობალური მიგრაციული პროცესების საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში"  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

11:00 საათზე, პარტია "მემარცხენე ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი არჩილ ბენიძე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "მემარცხენე ალიანსი" კატეგორიულად მოვითხოვთ პარლამენტმა დროულად გაამკაცროს კანონი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით და ტყიბულის მაღაროში გარდაცვლილთა ოჯახებს სოლიდური ფინანსური დახმარება გაუწიოს.

მის.: მაჩაბლის ქ. #7

საკონტაქტო პირები: ნინო ჯიბუტი - 599 261 414, ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

11:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მე-18 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შექმნის 230-ე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია #115

12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: ასათიანის ქ. #9

საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03, მურადი კეკელიძე - 599 94 64 31

 

12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.

თემა: თბილისში გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის საკითხი - კანონმდებლობა და პრაქტიკა მუნიციპალურ დონეზე.

მის: თავისუფლების #2

13:00 საათზე, 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

თემა: კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესი, ვენეციის კომისიისთვის გასაგზავნი დეტალური ინფორმაცია კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი," დარბაზი#1

საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98

13:00 საათზე, მარნეულში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული „ავერსის კლინიკის“ მარნეულის ფილიალის მრავალპროფილური, 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრება.

საკონტაქტო პირი ლალი გალუმაშვილი - 595 05 57 50

14:00 საათზე, ცესკო-ში სარეფერენდუმო კომისია განიხილავს პარტია "მემარცხენე ალიანსის" სარეფერენდუმოდ წარდგენილ საკითხს, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვას შეეხება.

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, ცესკოს შენობა

საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 70 06 42

14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, გაიმართება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს, მუსლიმთა სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90-იანების მუსიკალური საღამო გაიმართება.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დაწესებული დრესკოდის თანახმად, მომღერლები და მსმენელები 90-იანების სტილში იქნებიან ჩაცმულები.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics