2017-05-02 16:21:28, 2042 ნახვა
კომენტარი
გოგაძე: ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძეს განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადება ყველანაირ ზღვარს სცდილდება.
როგორც გოგაძემ აღნიშნა, ომბუდსმენი საკუთარ უფლებამოსილებას სცდება.
"სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის მოგვევლინა მხარედ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს გამოთხოვილი პროკურატურისგნ“, - განაცხადა გოგაძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება გაუთქმელობის ვალდებულებას, გოგაძის განმარტებით, ეს კანონით არის განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის განცხადებით ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში თანასწორუფლებიანობა დარღვეულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან