2017-05-02 11:50:50, 2045 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნაცვლიშვილი: მაღალი თანამდებობის პირები ყურადღებით უნდა იყვნენ, როცა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში ხარვეზებია.
ნაცვლიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯებია საჭირო, რათა მოწყვლადი ჯგუფები დისკრიმინაციისგან დაცულები იყვნენ.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მაღალი თანამდებობის პირები უნდა იყვნენ ყურადღებით, როცა აკეთებენ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს.
ნაცვლიშვილი ასევე სამართალდამცველების შესაძლებლობის გაძლიერების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ჩვენ არაერთ საქმეში ვხედავთ, რომ გამოძიების პროცესი არასწორადაა წარმართული, მოტივი არაა დადგენილი და შემდეგ როცა საქმე სასამართლოში მიდის, მოსამართლეს არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან