14:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 12:20:52, 1983 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან

სუბარი: შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020- 2023 წელს, იმ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„როცა ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე, რაღაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ.  გაკეთდა არჩევანი, რომ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა.  საპარლამენტო  რესპუბლიკა ნიშნავს ამ მოდელში სრულად ჩაჯდომას. ვინმეს რომ არ ეფიქრა,  რომ  ეს კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ  არის მიმართული და თითქოს ვიღაცას ეშინია მარგველაშვილის,  რომ არ ეთქვათ,  რომ რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენ ვნიშნავთ პრეზიდენტს, კი ბატონო, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, მაგრამ შემდეგი არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით და თუ ვინმე გაიმარჯვებს 2020-ში, 2023 წელს  იმ პარლამენტმა  აირჩიოს პრეზიდენტი.  მაგრამ ოპოზიცია ამბობს,  რომ ისინი არ მიიღებენ ამაში მონაწილეობას, პრეზიდენტი ამბობს,  რომ  ამ პროცესს ემიჯნება.  ჩვენ მივიღეთ ოპოზიციისა და ექსპერტების შემოთავაზება, 300-კაციანი ხმოსანთა გუნდის შესახებ, რომელსაც თვითმმართველობები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობები და პარლამენტი ერთად ირჩევენ, მაგრამ ამაზეც არ მოდიან.  მაშინ ბარემ გავასწოროთ და გავაკეთოთ ისეთი მოდელი,  როგორიც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი მაჟორიტარული სისტემის ცვლილების საკითხსაც გამოეხმაურა.

„მე ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ სისტემას და რის გამოც დათმობაზე მივდივართ ეს არის ჩვენი გუნდის გარკვეული ნაწილის პოზიცია, ბევრი უჭერს ჩვენთან მხარს პროპორციულ არჩევნებს და  პლიუს ოპოზიციის მუდმივი მოთხოვნა.  მე როგორც ერთი-ერთი  ისტორიული  კუთხის შვილს, მიმაჩნია რომ კარგი იქნება ყველა კუთხეს და მათ შორის ჩემს სვანეთსაც ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ხმა პარლამენტში. ამ მხრივ, ასევე არ მომწონს საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ხმებს დაახლოებით თანაბარი წონა  უნდა ჰქონდეს, მაგრამ როცა ლაპარაკია მაგალითად ტრადიციულ კუთხეებზე და განსაკუთრებით მთის რეგიონებზე, სადაც ნაკლები მოსახლეობაა იქ განსხვავებული წესი უნდა იყოს და ასეთ რაიონებს უნდა ჰყავდეთ თავისი მაჟორიტარები პარლამენტში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვეთანხმები იმ მოდელს, რომელზეც ახლა ჩვენ გადავდივართ, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და  ოპოზიცია აქაც ქმნის პრობლემას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics