09:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 13:05:07, 1965 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე საარჩევნო სისტემაზე: ჩვენი ქვეყნის წინაშე კომპრომისზე ვერ წავალთ

"ვცვლით არა ერთ სისტემას უკეთესით, არამედ შემოგვაქვს კარგი, ოპტიმალური  სისტემა. როცა საქმე ამას ეხება, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია -  კომპრომისზე ჩვენი  ქვეყნის წინაშე ვერ წავალთ", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას  განაცხადა.

"რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჩვენ იმიტომ კი არ შევთავაზეთ ეს სისტემა ქართველ საზოგადოებას,  რომ ჩვენი აზრით ეს სისტემა არის უკეთესი არსებულთან შედარებით, იმიტომ შევთავაზეთ საზოგადოებას,  რომ ეს არის საუკეთესო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის. თავისი ყველა ელემენტით, თავისი ყველა ბლოკების გაუქმებით",-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, არასწორია საუბარი, თითქოს საქართველოში 20 კვალიფიციური პარტია არსებობს.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში საუბარი , რომ არსებობს ე.წ. 20 კვალიფიციური პარტია. თუ თქვენ ჩამომითვლით საქართველოში 10 პარტიას,  კვალიფიციურზე აღარ ვსაუბრობ, მაშინ მე ვიქნები პირველი მომხრე ბლოკის ინსტიტუტის დატოვების, მაგრამ ამას ვერ ჩამომითვლით. ესაა სიმახინჯე, რომ საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია და ვიდრე ბლოკები იქნება ეს სიმახინჯე დარჩება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში",-განმარტა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ 5%-იანი ბარიერი არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში  სტაბილური საპარლამენტო სისტემა ჩამოყალიბდეს.

" რაც შეეხება გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას, ამასაც აქვს  გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისათვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს სტაბილური განვითარება დემოკრატიული პროცესების",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics