13:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 10:23:53, 2091 ნახვა

კომენტარი
კალაძე: „ინტერ-რაოსთან“ დაკავშირებით საქმე შესაძლოა არბიტრაჟამდე არც მივიდეს

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საქმე შესაძლოა არ მივიდეს არბიტრაჟამდე.

„რამდენიმე  დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ, წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.  შეიძლება არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი. შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები“,-განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე კომპანია ყაზტრანსგაზთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყაზტრანსგაზის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს მოულოდნელია.

ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა იყო, ის რომ დაბრუნებულიყო  ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში, თუმცა სამწუხაროდ  ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე მე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან შეიძლება შემდეგ ჩემი კომენტარი გამოყენებული იქნეს არბიტრაჟში ისევ ამ ამ კონკრეტულ საქმეში“,-დასძინა კალაძემ.

ცნობისთვის, „ინტერ რაო“  ლარის გაუფასურების გამო კომპენსაციას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics