2017-04-14 12:15:18, 2642 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იენს სტოლტენბერგი: საქართველო შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს
„ვაგრძელებთ გაფართოებას, მალე 29-ე წევრი გვეყოლება და ვმუშაობთ საქართველოსთან, რომელიც შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„საქართველოს აძლიერებს დემოკრატიულ და თავდაცვის ინსტიტუტებს, ებრძვის კორუფციას. ეს ნატო-ს წევრობისთვის საჭირო მცდელობების ნაწილია. ამით უახლოვდები ალიანსს. ნატო-ს კარი ღიაა. გაფართოება და წევრობა მხოლოდ აპლიკანტის და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. სხვას არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში",-აღნიშნა სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, საზოგადოებასთან შეხვედრაზე, რომელსაც შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან