05:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 15:06:32, 2184 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დავით უსუფაშვილი: გივი ბერიკაშვილი იყო პიროვნება, რომელსაც ყველანი ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლიდით

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე დავით უსუფაშვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მსახიობის ოჯახს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

როგორც უსუფაშვილმა მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გივი ბერიკაშვილი იყო მსახიობი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ოჯახის წევრად თვლიდა.

“ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს, თითოეულ ოჯახს. ბატონი გივი ბერიკაშვილი იყო მსახიობი, პიროვნება და მოქალაქე, რომელსაც ყველანი ვთვლიდით ჩვენი ოჯახის წევრად. მან იმდენი სიხარული, იმდენი ოპტიმიზმი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, რომ  ჩვენ კიდევ ერთი იმდენი რაც ბატონმა გივიმ თვითონ იცოცხლა არ გვეყოფა იმისთვის, რომ ვიყოთ ქვეყნის მოსიყვარულე, ამასობაში მხიარული და ხალისიანი, როგორიც იყო ბატონი გივი ბერიკაშვილი. ვამაყობ, რომ მას ვიცნობდი. გივი იყო დიდი კახელი ყველაფერთან ერთად”, –განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics