16:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:50:44, 2246 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტატუსი რჩება ზუსტად ისეთივე როგორიც მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„ საუბარი იყო  იმაზე, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთ როგორიც არის მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება და უფლებამოსილების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსიები ვენეციის კომისიის ექსპერტებთანაც გაიმართა.

„გვქონდა დისკუსია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის ნაწილში“,-დასძინა  კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics