14:18 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 11:43:16, 2492 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარია: ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთის კურორტები უნდა იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთის კურორტები ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებისთვის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს. 

მისინისტრის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობების დაფასებაა. 

”რეალურად ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. მთის კურორტები არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და ეს კონფერენცია არის ხელსაყრელი, რომ მოვახდინოთ ქვეყნის წარმოჩენა”, - დასძინა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მე-3 კონფერენციას მასპილძლობს, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ხელმძღვანელობს. კონფერენციას 300-მდე დელეგტი ესწრება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics