21:27 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 13:21:07, 1892 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ალავიძე: მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ შენობებიდან გამოვიდეთ და მათი პრივატიზაცია გავაკეთოთ

სახელწმიფო იმ  სამინისტროების  ადგილების პრივატიზაციას გეგმავს, რომლებსაც ორთაჭალაში გადაიტანენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

„ეს არის ხარჯების ოპტიმიზაცია, ჩვენ უნდა მივიღოთ ენერგოეფექტური შენობები, მრავალი ქარტიის მონაწილე ვართ, სადაც ამ მიმართულებით ხელი გვაქვს მოწერილი. ჩვენი სამინისტროები ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, სადაც ძალიან საინტერესოა სასტუმროს და ტურისტული მიმართულების განვითრებისთვის. მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ შენობებიდან გამოვიდეთ და პრივატიზაცია გავაკეთოთ ამ საინტერესო ადგილების. შესაბამისად, გადავიდეთ უფრო კომპაქტურად ისეთ ადგილებზე, სადაც ეს ადგილები ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას მოგვცემს, გვექნება ენერგო ეფექტური შენობები, ასევე თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება მოყრილი, ეს უბრალოდ მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას”,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics