16:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:47:05, 2348 ნახვა

სამართალი კომენტარი
მთავარი პროკურორის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, გამოძიება გრძელდება და საქმეში ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის გარდა, სხვა პირთა ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის.

შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, ვისგან შეიძინა მამალაძემ ციანიდი.

„შევეცადეთ, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა“,-ამბობს ირაკლი შოთაძე.

შოთაძე ასევე გამოეხმაურა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და განაცხადა, რომ ამ საქმეზეც გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მთავარი პროკურორის განმარტებით, დაიკითხება ყველა ის პირი, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს:

„მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად გამოძიება.  ვერ დაგიკონკრეტებთ,  ვისი დაკითხვა მოხდა და ვისი უნდა მოხდეს. საქმეზე დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვის საჭიროებაც იარსებებს. საქმე საკმაოდ მოცულობითია, ვინაიდან ამ არეულობაში ჩართული იყო ასეულობით საქართველოს მოქალაქე.  შესაბამისად, საკმაოდ შრომატევადი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება“,-განაცხადა მთავარმა პროკურორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics