23:05 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 11:59:25, 2015 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს ძლიერი პრემიერი ჰყავს, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის მტკიცებით, დღეს მთავრობაზე ბიძინა ივანიშვილს არაფორმალური გავლენა არ აქვს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს გიორგი კვირიკაშვილის სახით ძლიერი პრემიერი ჰყავს.

„გავლენა, მოსაზრება და ავტორიტეტი არის ერთი თემა, მმართველობა არის მეორე. დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერი, ძლიერი ფიგურა, რომელსაც პატივს ვცემ. მე ვარ ამ მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

აღნიშნული განცხადება სახელმწიფო მინისტრმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აწვდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics