12:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 11:47:56, 2319 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ქუცნაშვილი „რუსთავი2“-ზე: დარწმუნებული ვარ, პროტესტის კანონიერი ფორმა დაცული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვის უფლება კანონით ნებადართული ფორმებით ყველას აქვს და დღეს „რუსთავი2“-თან   სწორედ საპროტესტო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ქუცნაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, დარწმუნებულია, პროტესტის კანონიერი ფორმა დაცული იქნება და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის:

„მიმდინარეობს  საპროტესტო პროცესი, რისი უფლებაც ყველას აქვს.  აქიდან გამომდინარე , პროტესტის გამოთქმის უფლება კანონით ნებადართული ფორმებით ყველას აქვს.

ყველაფერი იქნება მშვიდობიანად, პროტესტს თავისი გამოხატულების ფორმა აქვს და დარწმუნებული ვარ, პროტესტის კანონიერი ფორმა დაცული იქნება“,-განაცხად ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სამართლიანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ქუცნაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არ გაცნობია და შეფასებას ვერ გააკეთებს:

„გავეცნობი გადაწყვეტილებას და შემდეგ გადავალ შეფასების ეტაპზე“,-განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გუშინ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის წილის 60%-ის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics