16:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 12:19:50, 1966 ნახვა

კომენტარი
რაქვიაშვილი: ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ კონგოში ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს

„პრეზიდენტის დავალებით, ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები  იყოს დაცული და ისინი უსაფრთხოდ იყვნენ“,-ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა კონგოს რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის ტყვედ აყვანის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, ის სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია, რომლის შედეგადაც მეამბოხეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს. ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, საქართველოს მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა დაჭრილი პიროვნება აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, რომლიდან ერთ-ერთსაც საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი და მის გამოსასყიდ თანხად მილიონ დოლარს ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics