01:55 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 13:48:48, 1890 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი ეკლესიის დაფინიანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე, „რესპუბლიკელების“ მოსაზრებას არ იზიარებს

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, "რესპუბლიკური პარტიის" მოსაზრებას მართმადიდებლური ეკლესიის დაფინიანსების არსებული სქემის შეწყვეტის თაობაზე, არ იზიარებს.

ვოლსკის თქმით, ეკლესიის როლის პოლიტიკურ პრიზმაში განხილვა შეცდომაა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განმარტა, ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საზოგადოების განვითარებაში და "ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც „რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად წარმოადგენს".

"ჩემი გამოთქმა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ ნიშნავს ვერდიქტს. ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არასწორია ასეთი შეხედულება სახელმწიფოს ინტერესების პრიზმიდან გამომდინარე. კატეგორიულად ვიმეორებ, არანაირი პოლიტიკური პრიზმა ამაში არ უნდა არსებობდეს. ეკლესიას გარკვეული როლი გააჩნია, მის განვითარებას თუნდაც საზოგადოებისთვის განვითრებისთვის მნიშვნელოვანი როლი გააჩნია, ჩვენი ეკლესია არ არის ის, რასაც რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ხშირად წარმოადგენს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, საპატრიარქოს დაფინანსება შეუწყვიტონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics