22:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 13:25:33, 1607 ნახვა

კომენტარი
კულტურის მინისტრი აპირებს, "ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მინისტრის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს მიმართ ვალი აქვს.

"ეს ბინა ახლა ჩემ საკუთრებაშია, მაგრამ იმდენად, ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, წარმოიდგინეთ 2005-ში აბსოლუტურად ფორმალური საკითხი, როდესაც იურიდიული მისამართი განესაზღვრა კომპანიას ბინაზე და ამ ბინაში როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ, ინიშნები თანამდებობაზე, ნუ ნამდვილად არ გახსენებია არავის ფორმალური საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზსაც აუცილებლად გავასწორებ, გავაუქმებ იმ რეგისტრაციას,“ - განუცხადა გიორგაძემ „რუსთავი2“-ს.

ცნობისთვის, საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის მინისტრის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანია "ინტერნეიშენალ ივენთსს" სახელმწიფოს მიმართ მილიონ ლარზე მეტი ვალი აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics